ნათია თურნავა

თურნავა: რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა

ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდა იყო, 19.1%.

წელსაც ჩვენ ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, მოგეხსენებათ, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასუხისმგებლო, პოლიტიკური ძალების მიერ რადიკალურად შეცვალეს პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა, დაკარგა ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ახლა ვუმკლავდებით.

მთლიანობაში სტატისტიკაში ასახული უკვე 7 თვის ტურიზმის ზრდის მაჩვენებლები რადიკალურად შემცირდა და სულ 2%-ით გაიზარდა, ნაცვლად იმ მოლოდინისა, რაც ჩვენ გვქონდა 20%-ზე მაღალი ზრდის. მთავრობა აქტიური ძალისხმევით და ანტიკრიზისული ღონისძიებებით ამ პროცესებში დროულად ჩავერთეთ და მოვახერხეთ ნაწილობრივ მაინც შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება, თუმცა სრულად ამის ნეიტრალიზაცია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იმიტომ, რომ არამარტო ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც დაზარალდა. მაგრამ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ და ამას ცხად ჰყოფს სტატისტიკაც, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და უფრო ხელშესახები იქნებოდა.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას ისაუბრა.

კომენტარები