თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

გომელაური: რატომ იმას არ მეკითხებით, ჩატაევის სიკვდილზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას

​გამოძიება მიყავს პროკურატურას. მე რომ ვთქვა ახლა, დროზე რატომ არ დამთავრდა ან რატომ არ მთავრდება, ცოტა ისეთი თემაა. პროკურატურას უნდა ჰკითხოთ ეს. ალბათ მტკიცებულებები, ვთქვათ ელოდებიან ექსპერტიზას, ან დაკითხვას ელოდებიან, ჩვენებებს ელოდებიან. ალბათ დაამთავრებენ პროკურატურა. ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს.

მე ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას... ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ, უკაცრავად მარა, რატომ იმას არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ მე პასუხისმგებლობას. მაგას რატო არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო?

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც პანკისში სპეცოპერაცია ჩაატარა, იმ დროს სწორედ ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა. სტილი დაცულია.

კომენტარები