გოცირიძე ხელისუფლებას: ვინ აგო პასუხი? მომავალში რომ აგებს, ამის გარანტიას ხალხი გაძლევთ 

რუსთავი 2 ფაქტობრივად დახურეთ, ხედავთ, რომ იქიდან არ ისმის მართალი სიტყვა, აგრძელებთ მედია საშუალებების დევნას, ჰაკერული ბრძოლა გამოუცხადეთ TV1-ს, არხი თქვენი ბოტების მეშვეობით გათიშეთ

აგრძელებთ იმ გზას, რაც გამოიყენეთ თიბისი ბანკის წინააღმდეგ, როდესაც ჰაკერული შეტევა განხორციელდა ბანკის წინააღმდეგ, სად არის დღეს გამოძიებული ეს საკითხი? ბანკის პარალიზება გინდოდათ. ბიზნესი დაატერორეთ, თიბისი ბანკის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად ქვეყნის შიდა პატიმრობაშია. ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, აგერ სისხლის სამართლის საქმეზე აღძარით TV1-თან დაკავშირებით, გააჩერეთ ანაკლიის პროექტი, 50-მდე ადამიანი დააპატიმრეთ და კულმინაცია, დღეს ადამიანებმა, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ ჩადენილ საქმეებზე, უნდა მართონ თურმე ქვეყანა და თქვენ უნდა დაგიჭიროთ თურმე მხარი პარლამენტმა. და ამის ბოლო წერტილი, სახელმწიფოს მიტაცების, უზურპაციის და ქვეყნის საბოლოო დაუფლების იქნება მომავალი კვირის განმავლობაში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება. 20 მოსამართლე, პირდაპირ ივანიშვილის ხელქვეითი და უმეტესობა რომელიც მისგან იღებდნენ ხელფასს და მისი დაქირავებული პირები იყვნენ, მოგვევლინებიან უზენაესი სასამართლოს წევრებად და მათ შორის ერთ-ერთი ბატონი ივანიშვილის პირადი ადვოკატი და დღეს გენერალური პროკურორი გახდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე და ეს ყველაფერი მოხდება 3 თვის განმავლობაში, რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა პირდაპირი მსვლელობა ავტორიტარული რეჟიმისათვის და ძალოვანი სტრუქტურები ისე დაალაგა ივანიშვილმა, რომ მთელი 1 წლის განმავლობაში თქვენ საქმე კი არ უნდა აკეთოთ, ლარს კი არ უნდა უშველოთ, სიღატაკე არ უნდა დასძლიოთ და სოციალური პრობლემები კი არ უნდა მოაგვაროთ, თქვენ ხართ საარჩევნო შტაბი. 

ასეთია ჩვენი შეფასება, თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნილი პოლიციური ინსტიტუტი ხართ და არა ქვეყნის გადასარჩენად მომზადებული ჯგუფი, ამიტომ ამ კლიპის გაგრძელებაა ჩემი კომენტარი, ვინ აგო პასუხი? მომავალში რომ აგებს პასუხს, ამის გარანტიას თქვენ ხალხი გაძლევთ და ამაში დარწმუნდებით.

ამაზე ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში, სადაც ფრაქცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კითხვებს უსვამს, სიმღერა "გახარიას უხარია" გაუშვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები