სამთავრობო ცვლილებები

გახარია ენმ-ს: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

რაც შეეხება ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ისიც, რაც ახლა აქ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება, და ამას თქვენ აკეთებდით არახოლოდ ცხრა წელი, არამედ დღესაც, მინდა გითხრათ - არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე, კითხვაზე, შეუშვებდნენ თუ არა პარლამენტში მოქალაქეებს, რომლებზეც გაცემულია საშვი, მათ შორის, მაკო გომურს.

კომენტარები