დევიდ კრამერი

კრამერი: საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს

ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად - რაც ნაკლებ სავარაუდოა - მაშინ, თბილისმა "საუკეთესოდ" უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია.

თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ფართოდ უნდა იყოს დაგმობილი და არ იყოს აღიარებული. საქართველოს ხელისუფლება კი უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს მისი მოქალაქეების გატაცების თაობაზე, ქართული საკუთრებისა და მიწის კონფისკაციის ინციდეტებზე, იმაზე, რაც მოსკოვის "ბორდერიზაციის" პოლიტიკითაა გამოწვეული.

5 სექტემბერს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსმა მკვლევარმა და ყოფილმა დიპლომატმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები