დევიდ კრამერი

კრამერი: პუტინს ძალის ენა ესმის, სანქციების მოთხოვნას შეიძლება ეფექტური შედეგი ჰქონდეს

მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები მას მოსკოვის მიმართ ზედმეტად რბილი პოლიტიკის ქონაში ადანაშაულებენ. ამ პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითად კი ივნისში, საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი [გავრილოვის სიტყვით გამოსვლა] სახელდება. ვფიქრობ პუტინისთვის ასეთი ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება, სასიკეთოდ არ იმუშავებს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის და ესეც დამაჯერებელი რომ იყოს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი მოკავშირეები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ეს [პასუხი] არ უნდა იყოს სამხედრო ფორმის, მაგრამ ისეთი სანქციების მოთხოვნას, როგორიც რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის დაუწესდა, შეიძლება ჰქონდეს ეფექტური შედეგი. ასე რომ, მე მოვუწოდებდი თბილისს იმაზე უფრო აქტიური და საჯარო პასუხისკენ, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ.

5 სექტემბერს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რომ კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, "მცოცავი ოკუპაციის" გაგრძელების ერთერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიცია აქვს და ხედავდა თუ არა თავად ამ პრობლემის არსებობას, შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ განახლებულ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას უფრო მეტი საერთაშორისო ყურადღება დათმობოდა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსმა მკვლევარმა და ყოფილმა დიპლომატმა დევიდ კრამერმა უპასუხა.

კომენტარები