დევიდ კრამერი

კრამერი: არ დგას კითხვა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრა

ეჭვგარეშეა, არ დგას კითხვა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრა. ეს არც არასდროს უნდა ყოფილიყო კამათის და განხილვის საგანი. ქართულ ჯარებს არ გადაუკვეთავს რუსეთის საზღვარი და არ შესულა რუსეთში. სიმართლეა ის, რომ სწორედ ამის საპირისპირო რამ მოხდა.

ზოგის აზრით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ესეც არ ამართლებს მოსკოვს, რომ გადმოკვეთოს საზღვარი, დახოცოს ქართველები და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოხდინოს. როგორი მიუღებელიცაა ეს უკრაინაში, ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც. და კვლავაც, საერთაშორისო საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია 2008 წლის რუსული აგრესიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის პასუხად. შესაძლოა, ამან შეუქმნა პრეზიდენტ პუტინს შთაბეჭდილება, რომ 2014 წელს უკრაინაშიც იგივეს გაკეთება შეეძლო.

5 სექტემბერს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, "მცოცავი ოკუპაციის" პირობებში და უკრაინაში განხორციელებული მსგავსი აგრესიის შემდეგაც რატომ არის ეს კვლავ განსახილველი, საკამათო საკითხი საქართველოში და რამდენად სახიფათო იყო მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსმა მკვლევარმა და ყოფილმა დიპლომატმა დევიდ კრამერმა უპასუხა.

კომენტარები