გახარია კაპანაძეს: თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით

თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით, თქვენ ტოლობის ნიშანს ნუ აყენებთ კონკრეტულ რაღაც შემთხვევებს შორის და მაშინ, როდესაც თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმს აპირებდით

პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია ევროპული საქართველოს სხდომაზე, სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად. დეპუტატმა მას 20 ივნისის გარდა, პოლიციელებზე ძალადობის სხვა შემთხვევებიც (კორცხელის და საჯარო ბიბლიოთეკის ინციდენტები, ქართული მარშის კონტრაქცია და ლევან ვასაძის მუქარა), შეახსენა, სადაც არავინ დაუკავებიათ - "როდესაც ძალადობს პოლიციელზე თქვენთვის მისაღები და თქვენთან დაახლოებილი, მათ შორის, თქვენი კანდიდატის კამპანიაში ჩართული ჯგუფი, ისინი აყენებენ პოლიციელს შეურაცხყოფას და ძალადობენ მასზე, და მეორეს მხრივ, გვყავთ თქვენთვის მიუღებელი ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ასევე ძალადობენ პოლიციაზე და არიან დაკავებულები. ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავებული მიდგომა პრობლემას არ წარმოადგენს?" - იკითხა კაპანაძემ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები