სამთავრობო ცვლილებები

მაღრაძე: რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია

გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქვეყანაში ფაქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომი, რომლის ქრესტომატიული გამოვლინება არის ის, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ცდილობს რა შექმნას არეულობის და არასტაბილურობის განცდა მოსახლეობასა თუ უცხოელებში. ამასთან ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას. მან ეს უკვე დაამტკიცა. ამდენად მისი მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას Facebook-ზე გამოეხმაურა.

კომენტარები