სამთავრობო ცვლილებები

ლომია: ძალიან ცუდად მუშაობთ PR-ის კუთხით, ჰგონიათ, ენმ-ის დროს უფრო კარგი ცხოვრება იყო

ძალიან ცუდად მუშაობს თქვენი მთავრობა PR-ის კუთხით, ძალიან ცუდად. ეს აისახება მთლიანად მთელ ქვეყანაზე. ქალბატონმა ირმამ კი თქვა, ჩვენ თქვენზე კი არ ვზრუნავთ, ზოგადად, თქვენ რომ ცუდად მუშაობთ, გამოდის, რომ იმ პერიოდში უფრო კარგი ცხოვრება იყო საქართველოში და ადამიანები ახლა ნატრულობენ, ზოგიერთი საზოგადოების წევრი ნატრულობს იმ პერიოდს. თუმცა ბუნებრივია, რომ გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ ბიზნესმენებიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. გადაჭედილი ციხეებიც გვახსოვს და პროკურატურამ მილიარდამდე გაზარდა თავისი ბიუჯეტი საპროცესო გარიგებებით.

დღეს უცხოეთიდან სააკაშვილისგან გვესმის, რომ, თურმე, ციხეები უნდა დაიშალოს, უნდა დავანგრიოთ საქართველოში ციხეები და ა.შ. ჩემი აშენებულია ის ციხეები, კი მაგრამ? მისი აშენებული არ არის? და კიდევ შენდებოდა. მაგრამ PR-ის თვალსაზრისით არანაირი გადადგმილი ნაბიჯი ვერ დავინახე მე თქვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხალხმა გაიგოს სწორად, რომ ეს ჩვეულებრივი მორიგი ტყუილია ნაციონალების მხრიდან, ოღონდაც, რამენაირად ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია ფრაქციის სხდომაზე, მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას.

კომენტარები