20 ივნისის ღამე

გახარია: გადაუდებელი მოგერიებისას არც კანონი გვთხოვს და საშუალებაც არ იყო გაფრთხილების

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სანამ დაიწყებოდა [აქციის დარბევა], უკვე როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შსს-მ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს. ისევე როგორც ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს.

ტექნოლოგიურად სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების დროს, მაგალითად, წყლის ჭავლის, რა თქმა უნდა, ესეთი გაფრთხილება არსებობდა, თუმცა, გადაუდებელი მოგერიების პირობებში არც კანონი გვავალდებულებდა, და საშუალებაც არ იყო ასეთი გაფრთხილების, შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური

პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის დარბევაზე. აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე, იმ დროს დაიწყო, როცა პოლიტიკოსებმა პარლამენტის შენობაში, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე შესვლის შესახებ განაცხადეს. გაფრთხილების ვალდებულება თბილისის მერიას ჰქონდა, თუმცა, 21 ივნისს მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ ისინი არ იყვნენ მოვალეები, მოქალაქეები დარბევის შესახებ გაეფრთხილებინათ, რადგან ორგანიზატორებმა მერიას 5 დღით ადრე არ შეატყობინეს, რომ აქციის გამართვას გეგმავდნენ. გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამეს მხოლოდ მედიისთვის მიცემულ კომენტარში მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დამორჩილებოდნენ პოლიციას. ასევე, შსს-მ და თბილისის მერმა გაფრთხილება, რომ პოლიცია "უფლებამოსილების ფარგლებში" მიიღებდა "კანონით გათვალისწინებულ ზომებს" მხოლოდ საიტსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნეს. არც ერთ უწყებას არ გაუფრთხილებია აქციის მონაწილეები იმის შესახებ, რომ პოლიცია რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზზსა და წყლის ჭავლს გამოიყენებდა.

კომენტარები