ვოლსკი: რუსეთთან დიალოგი ვერ წარმომიდგენია, მოლაპარაკებებისთვის წინაპირობა არ არსებობს

რუსეთთან დიალოგი ვერ წარმომიდგენია. სამწუხაროდ არ არის ის პერიოდი, რომ დიალოგი, თვითონ დიდი ქვეყნების ერთმანეთში დიალოგი ვერ შედგა ჯერ, იმდენად დაძაბულია და დაპირისპირება სერიოზულად არის გამოხატული. ჩვენ საგარეო კურსი, სწორად გვაქვს არჩეული და ის სვლები, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არის ოპტიმალური იმისათვის, რათა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ვითარება რთულია, წინაპირობა მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს. რუსეთთან ურთიერთობის ფორმატების ამოწურვის პერსპექტივა, ჯერჯერობით არ ჩანს. 

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი. პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გიორგი გახარიას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჟენევის და კარასინ-აბაშიძის ფორმატი კარგია, თუმცა, საკმარისი არ არის. გახარიამ, პასუხად თქვა, რომ სანამ არსებული ფორმატი არ ამოიწურება, ახალ ფორმატებზე საუბარი ნაადრევია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები