სამთავრობო ცვლილებები

გახარია: შეთანხმებულები ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა

ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი
ქვეყნის. ის ადამიანები, რომლებიც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა
გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის
შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. საერთოდ, სამშობლოს
სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი.
ჩვენ ამ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენ ამ აგრესიულ მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. ეს სიმართლე ჩვენთვისაც არის გამოწვევა. სიმართლე პირველ რიგში გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია

პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები