ქანთარია: ცხოველთა დაცვის საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, ცხვარს ასე არ ათრევენ თოკით

დღე ყველა დამნაშავე, ვინც დასაჭერია რა თქმა უნდა უნდა დაიჭიროთ, ლარიც დასაჭერია. ორი პოლიტიკური მავნებლური ჯგუფი და მათთან ასოცირებული კიდევ გარკვეული ჯგუფები თავგანწირული და სასოწარკვეთილი ცდილობენ გაასაღონ ტყუილები სიმართლედ, ფაქტიურად ხდებიან სიცრუის გამყიდვლები. რაღაც ჯგუფი დგას გარეთ აწერიათ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ალბათ ჩვენი ბრალია ყველასი, რომ ახლა გაიგო ხალხმა ეს ამბავი. მმართველ გუნდზე აქვთ რაღაც, თითქოს ამის მეშვეობით მოხდა ეს ოკუპაცია, არადა ხომ ვიცით რომელი ხელისუფლების მეშვეობით და საშუალებით მოხდა სწორედ ეს უბედურება საქართველოში. მოიყვანეს ცხვრები, მოათრიეს თოკებით და ალბათ ცხოველთა დაცვის საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, იმიტომ რომ ცხვარს ყელზე კი არ აბამენ თოკს და ასე კი არ ათრევენ აქეთ იქეთ. თუ ამით მათ უნდათ თქვან, რომ ხედავთ უმრავლესობა როგორი მორჩილია, მაშინ მე ვურჩევდი გადაახვიონ 10 წლით ადრე, მთელი ნაციონალური მოძრაობა „ბეეს“ რომ იძახდა ხო ახსოვს ეს საქართველოს მეგობრებო. ამბობენ, რომ სირცხვილია, რა არის სირცხვილი?ის, რაც აღიკვეთა პარლამენტთან?! სირცხვილია ის, რომ იყო გადაცდომები და რამდენიმე ადამიანი დაზიანდა და დაკარგა თვალი, როგორ არის სირცხვილი?! ეს არის ძალიან სამწუხარო ტრაგიკული ამბავი,  სირცხვილი რა შუაშია აქ?

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებმა დღეს პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი "ოცნების" დეპუტატები არიან, რომლებიც მორჩილად დაუწერენ მხარს გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები