ილია II: უნდა ვიფიქროთ 2020 წლის ოჯახის ფასეულობათა წლად გამოცხადებაზე

მე მინდა, ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა. ეს არის ოჯახის ფასეულობა. ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი, თქვენ იცით. მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ. მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.

როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა - დამლოცე დედაო, დამლოცე მამაო. ბიბლიაში წერია: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა." ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიარქმა ილია მეორემ 8 სექტემბრის ქადაგებისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები