სამთავრობო ცვლილებები

მარშანია თადუმაძეზე: არ ეწყინოს, ბატონ თადუმაძეს და ფანტომია ის, მძინარე მზეთუნახავია

მოხდა საოცრება თქვენს გულსა და თავში და ქართული ოცნების უმრავლესობა გადმოვიდა ჩვენს ფრაქციაში და ჩვენ გავხდით უმრავლესობა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა კარგი ამბები დაიწყება. პირველი - მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც დიდი ხანია მისაღებია, ამას ოვაციით მიიღებს ჩვენი მოსახლეობა. მეორე - გადავაყენებთ ამ პროკურორის და დავაყენებთ ახალ პროკურორს, რომელსაც პროკურორი ჰქვია, არ ეწყინოს ბატონ თადუმაძეს და ფანტომია ის, ვიდრე პროკურორი. როგორ დავარქვა, მძინარე მზეთუნახავი შეიძლება დავარქვა. არვიცი, იმის მერე, რაც ბატონი თადუმაძე ჩვენ პროკურორად დავამტკიცეთ, მე ის თვალით არ მინახავს საერთოდ, არ გამოჩენილა. არადა, 56 000 გაწამებული ადამიანის განცხადება პროკურატურაში დევს. ნუ, ეს არაფერი, ეს არის წვრილმანი, რასაკვირველია, თქვენი ხელისუფლებისთვის.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პატროტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია, ქართული ოცნების წევრებს მიმართავს, ის მთავარ პროკურორზე და და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატზე, შალვა თადუმაძეზე საუბრობს.

კომენტარები