სირცხვილია

კვიციანი: პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამრაში, სოხუმში და იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდი

პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამრაში, სოხუმში და იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდი. კარგად იყავით.

ასე უპასუხა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტების კითხვას, სად წაიყვანა ის პოლიციამ მას შემდეგ, რაც პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თავად სამართალდამცველებს აგინა. კვიციანი არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ იურისტების განმარტებით, ის ხულიგნობის მუხლით ადგილზევე უნდა აეყვანათ, შემდეგ კი პპროკურატურას კვიციანისთვის ბრალის წარსადგენად პარლამენტისთვის იმუნიტეტის შეჩერება მოეთხოვა.

კომენტარები