ღარიბაშვილი: ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანი იქნება ახალგაზრდები გამოვტაცო ნარკოტიკებს

მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები, მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ მე ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული მთელი ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით, ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, იმისთვის რომ ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე არის ახლა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი, ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი. და კიდევ ერთი, მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა, უკეთესი პირობები მათთვის, უკეთესი სოციალური პირობები მათთვის და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათი ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც ეს არის მთელ მსოფლიოში, ყველაზე საუკეთესო პრაქტიკებს გადმოვიტანთ ჩვენს ჯარში.

უახლოეს მომავალში მე წარვუდგენ საზოგადოებას დაპირებულ რეფორმას, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, ნარკომანიას, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია და რაც მთავარია დავახვედრო მათ ის პირობები, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს ძალიან საამაყო

დღეს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. "ევროპული საქართველოს, ენმ-ს და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები