თალაკვაძე კვიციანზე: პოლიციელებმა ეფექტურად შეძლეს რომ განემუხტათ სიტუაცია

ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რეაგირება იყო მყისიერი. პოლიციელებმა ეფექტურად შეძლეს რომ განემუხტათ იქ სიტუაცია და მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენს სამართალდაცველებს და პოლიციელებს, ვინც იცავდნენ წესრიგს. რეაგირება არის ამაზე და კიდევ ერთხელ, ასეთ ფაქტებზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ, ასე რომ ამ პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან, ეს არის შესაბამისი ინსტიტუტების საქმე

ემზარ კვიციანმა დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები