გიორგი გახარია: ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანაა საქმე, შრომა, ეფექტი და შედეგი

ჩვენ ბევრი კარგი იცინიატივა და გეგმა გვაქვს. ახლა არის დრო, რომ ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებულები კონკრეტულ შედეგებზე, მათ შორის გაზომვადზე დროში. ჩვენ სრულად ეფექტურად უნდა ავამუშავოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, იმისთვის რომ ყველა დაგეგმილი ინიციატივა მივიყვანოთ და მივიტანოთ როგორც შედეგი ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა - საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად სწრაფად გაზომვადი შედეგები ვაგრძნობინოთ.

დღეს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. ევროპულ საქართველოს, ენმ-ს და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები