სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: გახარიას ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა მიეცა, სადღეგრძელოების დაწყების - არა

გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყოთ და დრო გაიყვანონ, ეს არის და ეს და ყოველთვის ევროპულ საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ ხოლმე თავს. უნდა იგრძნონ ინტელექტუალურად დამცირებულად თავი, რადგან პასუხები არ აქვთ, მაგრამ მერე წუწუნი იმაზე,რომ „როგორ დაგვჩაგრეს“, არის უბრალოდ სასაცილო. ჩვენი პრობლემა ეს კი არ არის, ჩვენი პრობლემა არის ის, რაც თქვა გახარიამ, ივანიშვილის რჩეულმა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსმენაზე, რომ ხვალაც რომ იყოს ვითარება, გავრილოვს, ან მისნაირ ფიგურას შემოუშვებდა საქართველოში, ისევ იმავეს იზამდნენ, ისევ იმავე ტყვიებს გამოიყენებდნენ. ამაზე უფრო მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს? და ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მწვავე, მაგრამ მშვიდი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტით და რაც მთავარია, მწარე მშვიდობიანი დასჯით არჩევნებზე და ეს მოხდება ასეთი უტოფრობის ფონზე აუცილებლად.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომ პრემიერმინისტრს დამტკიცებამდე პარლამენტის მოსმენის ევროპული საქართველოს სხდომის დროს პასუხების გაცემის საშუალება არ ეძლეოდა. გუშინ, 8 სექტემბერს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. ევროპულ საქართველოს, ენმ-სა და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ყოფილმა შსს-ს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი მიიღო.

კომენტარები