რიკერი: საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური გარემო ხელს უწყობდეს პლურალიზმს

საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური გარემო აქ ხელს უწყობდეს პლურალიზმს სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტიკურ მონაწილეობას, მედიას. ეს მნიშვნელოვანი ელემენტებია ყველა დემოკრატიისთვის - მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანაში, და მათ იზიარებენ NATO-ს წევრი ქვეყნები. ეს უკავშირდება ღირებულებებს, რომელთაც ვიზიარებთ ქართველ ხალხთან და NATO-ს მოკავშირეებთან. პოლიტიკურ ფიგურებს, ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, წარმოადგინონ კამპანიები, რომლებიც ეყრდნობა პოლიტიკასა და იდეებს, ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს მოიცავს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის დემონსტირებასაც. ეს მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო წელს.

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა თბილისში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები