გიორგი გახარია

კალაძე: Deutsche Welle-მ გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა, ეს აშკარაა

ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ Deutsche Welle-მ გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ეწერა, რომ პარლამენტმა პრემიერის პოსტზე "მოსკოვის კაცი" დაამტკიცა. მოგვიანებით, გამოცემამ სტატია ჩაასწორა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას "მოსკოვის კაცი" ადრე ოპოზიციამ უწოდა.

კომენტარები