კვიციანი აქტივისტებზე დავდასხმაზე: გოგოები რომ ფალოსს გიწოდებენ ვაჟკაცს, ეს მოსაწონია?

თავდამსხმელებთან ერთად რომ თავს მესხმის ჟურნალისტი, ეს ეთიკაა? არავითარი კითხვები არ არსებობს. არავითარი კითხვები არ არსებობს მაშინ, როცა ვერ ვიგერიებ ხალხს, მაგინებენ. არ გესმოდათ რა სიტყვებით მაგინებდნენ? გოგოები რომ ფალოსს გიწოდებენ ადამიანს, ვაჟკაცს, ეს მოსაწონია?

ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 8 სექტემბერს, მან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები