თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

მეთიუ ბრაიზა: ინაშვილი გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს, ეს ჩაშლის გეგმაა

მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება [ირმა ინაშვილი] გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა - ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო - აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა - შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები NATO-სთან. ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა.

მეთიუ ბრაიზას კომენტარი ამერიკის ხმის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ინაშვილის დღევანდელ საქციელს. პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.

კომენტარები