ინაშვილი გრიგოლიას: ბოკერიას სტილში საუბარს აგრძელებთ და ნამდვილად არ გირჩევთ ამას

მე ესე მგონია, რომ ეხლა გრძელდება ბოკერიას სტილში საუბარი და არ გირჩევთ, ინგა, ამას, ნამდვილად არ გირჩევთ, არ გირჩევთ ამას, მე გეუბნებით, არ გირჩევთ... თქვენ არასწორად მიგყავთ ეს საუბარი, გესმით?

მე ვარ ირმა ინაშვილი და არ ვარ კრემლის აგენტი, გპასუხობთ როგორც ირმა ინაშვილი, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პატრიოტი და ნუ ცდილობთ, როგორც გიგა ბოკერია, ჩემთვის იარლიყების მოკერებას

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში, ის გადაცემა რეაქციის წამყვანის კითხვამ გააღიზიანა. ინგა გრიგოლიამ ინაშვილს ჰკითხა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დაურეგისტრირებლად მისვლა, სიტყვით გამოსვლა და ღონისძიების ორგანიზატორებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა რამდენად ემსახურება საქართველოს ინტერესებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები