თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ინაშვილი: კრამერებს არ მივცემთ საქართველოს დირექტორობის საშუალებას

არ გვაქვს პრეტენზია - არ მოგვიწვიეთ, ნუ მოგვიწვიეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კრამერი, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებული ექსპერტია ამერიკაში და ფლორიდას ერთერთ სკოლაში მოღვაწეობს. არავითარი პოლიტიკური წონა კრამერს ამერიკაში არ აქვს, ეს არის მარგინალების ჯგუფი სინამდვილეში, რომელიც ჩამოსული არიან საქართველოში და აქ დირიჟორობენ და კრამერებს ჩვენ არ მივცემთ საქართველოს დირექტორობის საშუალებას

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, 10 სექტემბერს ინაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ინაშვილთან ერთად, თბილისი რუმსში მივიდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. შეჭრის მცდელობისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

კომენტარები