პატრიოტთა ალიანსი

ლომია: კარგი იქნება, კრამერი თუ ბოდიშს მოიხდის, აშშ-ის საელჩოში ნოტის გაგზავნას ვაპირებთ

ბატონმა კრამერმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქალბატონ ირმას და ზოგადად ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ მისი საქციელი არის არაადეკვატური. ხელების შლა, ჟურნალისტების გაგდება... როდესაც ჩამოდიხარ, ხარ ამ ქვეყნის სტუმარი და უნდა იცოდე როგორ უნდა მოექცე მასპინძელს. ჟურნალისტების გაგდება, ქალბატონ ირმასთან ესეთი საუბარი, ეს ყველაფერი საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ მისი საქციელი იყო არაადეკვატური და ამის გამო, კარგი იქნება თუ თვითონ მოიხდის ბოდიშს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამერიკის საელჩოში ნოტის გაგზავნას.  

პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია. ცნობისთვის, 10 სექტემბერს ინაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ინაშვილთან ერთად, თბილისი რუმსში მივიდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. შეჭრის მცდელობისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

კომენტარები