ელისაშვილი: რასმუსენის განცხადებით უნდა დავრბოდეთ ევროპაში და ვთხოვდეთ - დაგვიჭირეთ მხარი

კაცმა გვითხრა, "ხომ არ მოვიდა დრო, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ" - ასე დაიწყო წინადადება და ჩვენ ავხტით-დავხტით... ის გვითხრა, რაც ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს - მსჯელობა და ფიქრი. დალოცვილი, ჩვენ მაგივრად, ძლივს ვიღაცა რაღაცას ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი და უფრო დაცული გახდეს, წესით ჩვენი სახელმწიფო, პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერი უინდა დარბოდნენ და კარს ატალახებდნენ, ბრიუსელში იქნება თუ ვაშინგტონში, რომ მოდი, შენი ჭირიმე, რაღაც მოდელზე ვიფიქროთ, რომ როგორმე შევიდეთ სხვადასხვა დათქმით თუ მოდელით NATO-ში და აგერ თვითონ გვითხრეს, რაც არის ყველაზე ადეკვატური, ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში.

... თავზე გვაქვს რუსის თოფი მობჯენილი და ის კაცი გვეუბნება, დაგეხმარებით, რომ ნატოში შეხვიდეთო. Nato-ში შესვლა იმიტომ გვინდა, რომ სიღარიბეს მოვერიოთ, ჩვენ ქვეყანას სიღარიბეში იხრჩობა ორი რამის გამო  - რუსის ტანკის ლულა გვაქვს მობჯენილი, ამის გამო არც ერთი წესიერი ბიზნესი არ ეკარება საქართველოს,  ვინ აიტკივებს თავს, რომ აქ საწარმო გახსნას, ვის აქვს გარანტია, რომ ვიღაცა ლოთი რუსი პოლკოვნიკი არ დაქოქავს ტანკს და არ ჩამოაგორებს, ამიტომაა, რომ არც ერთი სერიოზული ბიზნესი არ შემოსულა საქართველოში, ბიზნესმენები ფრთხილი ხალხია, რატომ აიტკიონ თავი, სადაც შეიძლება, არ უნდა აიტკიონ. ნატო არის ბიზნესის დაცულობა პირველ რიგში...

... ორ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ ახლა, ერთი, რომ რასმუსენის განცხადებით უნდა დავრბოდეთ მთელ ევროპაში და ვეუბნებოდეთ - დაგვიჭირეთ ხალხო მხარი, რომ ამ მოდელით გავწევრიანდეთ ნატოში და მეორე, ვფიქრობდეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს. არ არის პუტინი ის კაცი, რომ გაატაროს, აქვს იმას რაღაც საშინაო დავალებები, ამისთვის არსებობს სუსი-ი, ჯანდაბა და დაზვერვა, რომ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს კი არ უნდა დასდევდეს, უთვალთვალებდეს და პირად ცხოვრებას კი არ უნდა იწერდეს, ამ რისკებს უნდა აანალიზებდეს

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ იმისთვის, რათა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები