დაპირისპირება პარლამენტთან

კვიციანი: დამეჯახა, მუცელი მივარტყი და დავარდა, მუხლებში ძალა რომ არ აქვს, ჩემი ბრალია?

არავისთვის მუშტი არ დამირტამს, ტყუილია მაგი, მოვკიდე ხელი უბრალოდ ქურთუკში, მუშტია ეგ? [უყურებს კადრებს], დამეჯახა და დავეჯახე მეც, მივარტყი მუცელი, რომ დავარდა, ეს თავისი ბრალია, მუხლებში რომ ძალა არ აქვს, ჩემი ბრალია? კარგით რა, მართლა ბნელა, კაცო? აბა, წინ რატომ დამიდგა? რატომ გამომედევნენ? დევნა რატომ განახორციელეს ჩემზე? რატომ გამომიყვანეს მდგომარეობიდან?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი პალიტრანიუსის ეთერში, 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, კვიციანმა აგინა სირცხვილიას აქტივისტებს, ოპერატორებს და პოლიციელებს, ასევე, დაარტყა აქციის რამდენიმე მონაწილეს, რაც ჩანს ვიდეოკადრებშიც.

კომენტარები