მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ბადრისთან [ჯაფარიძესთან] ერთად, თქვენთან ერთად ერთად შევქმენი 10 ათასი სამუშაო ადგილი. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია შემოვიტანეთ. ვიხდით ასეულ მილიონობით ლარის გადასახადებს ბიუჯეტში. ჩვენ ეს შევქმენით იმ რთულ სიტუაციაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია, არამარტო დღეს და გუშინ, საერთოდ. საქართველოში ბიზნესის კეთება ურთულესი რამ არის. ჩვენ ეს შევძელით იმ ათი ათასკაციან გუნდთან ერთად, თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში, სხვადასხვა სფეროში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, მაგრამ დღეს ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ რაღაცა სხვა გვაერთიანებს, ჩვენ მივხვდით რომ ცალცალკე ვერ წავალთ წინ.
tbl.ge/404w
დაკოპირდა
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე საუბრისას. TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპირას გაიმართა. მოძრაობას "ლელო" ერქმევა.
ამავე თემაზე
- ხაზარაძე 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებაზე: კარგი იდეის მკვლელობა მიდის
- ხაზარაძემ კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
- მამუკა ხაზარაძე კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის
- ხაზარაძე კობახიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის
- ხაზარაძე: მთავრობაში რომ ვიყოთ, 5 წელში საქართველოს რეგიონის ამომავალ ვარსკვლავად გავხდიდი