მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოვნიკებს, ვინც პრობლემები შეგვიქმნა

რატომ მე, რატომ თქვენ. მე ეს კითხვა დავუსვი ჩემ თავს. როგორც დიდი ქართველი ამბობდა, რეზო თაბუკაშვილი, ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში, ჩვენ უბრალოდ გვიყვარს სამშობლო. ეს არის მთავარი. 

მე მივხვდი, რომ ასე ვერ გავაგრძელებ. შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს, იმიტომ რომ მე გავახილე თვალი და ვთქვი: მე ასე ვერ გავაგრძელებ. იმიტომ რომ ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. მე არ მინდა, ამ ნაპირის ერთ მხარეს ვიდგე. მე არ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. მე მინდა ვიღცაწო და საქმე გავაკეთო. 

თქვა TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე ანაკლიაში.

კომენტარები