ლუკა კალანდია: ზაზა სარალიძე რა მორალური უფლებით უყენებს ჩემს ძმას მკვლელობის ბრალდებას?

უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემს ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, არის უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილო

ამბობს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია. მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 4 ივნისს დააკავეს. კალანდია იქამდე საქმის მთავარი მოწმე იყო. მიხეილ კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები