დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად.
tbl.ge/4053
დაკოპირდა
ამის შესახებ პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია აღნიშნული, რომლითაც მან გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცა.
ამავე თემაზე
- ჯაღმაიძე: პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები
- ილია II: დღეს მწუხარების დღეა, მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა – ამაღლებად
- ილია მეორე: კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ
- ილია მეორე: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით
- "იხარეთ ორსავ სოფელსა შინა" – პატრიარქი პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს