მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ლაზიკის პორტი დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე, მათ მოიყვანეს ივანიშვილი

ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ "ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელია და უნდა გავარღვიოთ". თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე.

ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებზე, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის, ანაკლიის პორტი ერთმანეთთან?

ანაკლიის პორტის, ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი იქნებოდა დამთავრებიილი და ეს იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება, არა ოლიგარქის საკუთრება, არა ბარიგის საკუთრება, არა მორიგი მევახშის საკუთრება, არამედ, ქართველი ხალხის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა, მერე ერთად მიითვისეს ეს პორტი და ახლა როცა აშენებს, ხაზარაძის საკუთრება უნდა აიყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშაოს, ქართველი ხალხი რა შუაშია საერთოდ? ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და რა თქმა უნდა, ივანიშვილი - მისი პატრონი. ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოანდომა და ივანიშვილმა მოადო თავში, მართლა ხო არ ბნელა?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე, რომელიც დღეს დაფუძნდა.

კომენტარები