ვოლსკი: NATO-ში გაწევრიანების თემა ძალიან აიგდეს და ფეხქვეშ გათელეს

ნატო-ში გაწევრიანების თემა ძალიან აიგდეს და ფეხქვეშ გათელეს, რაღაც პოლიტიკური კომენტარები დაადეს ზემოდან და არ ვიცი, კიდევ რა შედარება მოვიტანო.

ახლა ოპოზიცია ან ვიღაც ქუჩაში დარჩენილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თავი გამოიჩინონ. რასმუსენმა საფრთხეებზეც და გერმანიაზეც ილაპარაკა. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაზე. ასევე რუსეთთან მუშაობაზე, იმ საფრთხეებზე. რასმუსენი ახლა, როგორც ექსპერტი ისე საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნატო-ს შემადგენლობაში არ არის ერთგვაროვანი მოსაზრებები უამრავ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის წესდების ცვლილებისთვის, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, მზად არ არიან.

ხელისუფლება მუშაობს, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს, ნატო-სთან სამაგალითო ურთიერთობები ჰქონდეს, როგორიც აქვს და ჰქონდეს სამომავლო გეგმა, ისეთი, რომელიც შეესაბამება ნატო-ს და საქართველოს ერთობლივ ინტერესებს

პირველი არხის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ანდერს ფოგ რასმუსენის შეთავაზებაზე, რომელიც მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად NATO-ში გაწევრიანებაზე მსჯელობას გულისხმობდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები