პატრიოტთა ალიანსი

ვოლსკი: კრამერი აბსოლუტურად არაჯენტლმენურად მოიქცა, ეს არანაირად არ უკავშირდება აშშ-ს

ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის და აბსოლუტურად დამაზიანებელია საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, თითქოსდა კრამერი, რომელიც აბსოლუტურად აარაჯენტლმენურად, არასწორად, არადიპლომატიურად მოიქცა, რამენაირად დაკავშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არადიპლომატიურად [მოიქცა], არაეთიკურად, მისი მოქმედება იყო შეცდომა, დამაზიანებელი იმ ფორუმისთვის, რომელიც იმართებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატრიტოთა ალიანსი სწორად მოიქცა.

ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულებას არანაირად არ განსაზღვრავს არც კრამერის მოქმედება და მითუმეტეს, არც პატრიოტთა ალიანსის ლოზუნგები და შეძახილები

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ირმა ინაშვილის და ობიექტივის ოპერატორის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდნის შესახებ. კონფერენციაზე შეჭრისას, ირმა ინაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი კრამერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ასევე, აშშ-ის საელჩოსთან აქციას აანონსებს მოთხოვნით, დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა. პატრიოტთა ალიანსი "კრამერის სიის" შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

კომენტარები