ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა

გოცირიძე ხაზარაძეზე: ფაქტობრივად გამოდის, რომ თეორიულად დაუშვა ივანიშვილთან თანამშრომლობა

მისი ასეთი პოზიცია, როდესაც მან განაცხადა, რომ არავისთან ითანამშრომლებს და პლუს ივანიშვილთან მიმართებით, (ფაქტობრივად გამოდის, რომ თეორიულად დაუშვა თანამშრომლობა,) ვინაიდან არ თქვა მკვეთრად, გამოიწვია კრიტიკა. ის უნდა მომზადებულიყო ამ კითხვისთვის და შეეძლო უფრო ნათელი პასუხის გაცემა. მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებენ იმიტომ, რომ მან არ დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია ივანიშვილთან მიმართებით.

ასე აფასებს ტაბულასთნ საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს, 12 სექტემბერს, ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას.

კომენტარები