მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე გახარიაზე: აბსოლუტურად დაუმსახურებლად იკავებს პრემიერმინისტრის პოზიციას

მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი [გიორგი გახარია], რომელიც დღეს აბსოლუტურად დაუმსახურებლად იკავებს თავის პოზიციას, რომელმაც არ გამოიძია არცერთი ის ფაქტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ კიბერშეტევასთან დაკავშირებით. მივაწოდეთ მისამართები, ოფისი და 4 წერილით მივაწოდეთ ყველა დეტალი. მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, არც იმ თანამდებობაზე ყოფილიყო და არც ამ თანამდებობაზე ყოფილიყო. 

მამუკა ხაზარაძე ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია"

კომენტარები