მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე ივანიშვილზე: ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ რა სისტემაც შექმნა, მიუღებელია

ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვუფასებ იმ ღვაწლს, რაც ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის წინაშე აქვს გაკეთებული, მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ და ქართველები როგორა ვართ იცი? თუ ვიღაცას ეჭიდავები და დისკუსიაში, აუცილებლად ყველაფერი... ამ კაცს ძალიან ბევრი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ ის რაც შექმნა ქველმოქმედების გარეთ, ის სისტემა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, არის მიუღებელი. ეს სისტემა არის ერთ კაცზე ჩამოკიდებული, ჩრდილოვანი მართვის სისტემა. State capture ჰქვია ამას - სახელმწიფოს პრივატიზება, მისი ინსტიტუტების პრივატიზება. ამასთან გვაქვს საქმე.

მამუკა ხაზარაძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

კომენტარები