ხაზარაძე სააკაშვილზე: ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და განცხადებები შეინახოს თავისთვის

პირველ რიგში ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, კონკურენცია, მაგრამ შეურაცხყოფა და სიტყვათა წყობა შეცვალოს. ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ადამიანს, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად, ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინათაც შემეძლო წასვლა და მან სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრა ჩემ წინააღმდეგ, მაშინაც შემეძლო ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ არც წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია. როცა პრეზიდენტი ხარ, პასპორტს იცვლი და ამბობ, რომ დამიჭერდნენ და ა.შ. მთავარსარდალი ხარ, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ის განცხადებები შეინახოს თავისთვის

მამუკა ხაზარაძე ტვ.პირველის ეთერში. მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს პრეზენტაციიდან მალევე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა. სააკაშვილის თქმით, "საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე."
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები