მაჭავარიანი: ამ ქვეყანაში ვცხოვრობ 45 წელია და ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა

მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია, აქედან 22 წელის ვარ ბიზნესში, ერთ წელია ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს გეტყვი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო რაც ჩემს მეხსიერებაში არის, არ ყოფილა. დანარჩენი, თუ რომელიმე კომპანიაზე არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები მოიტანონ დადონ და თუ არ იქნება რეაგირება მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა იქედან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა , ამას გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით. 

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ, სადაც ხაზარაძე მისი, ივანიშვილი, ჩხარტიშვილისა და შოთაძის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს, სადაც ივანიშვილი "საქმეს არჩევდა."
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები