არჩევნები 2020

თალაკვაძე ევსაქების და თავდემების მოწოდებაზე: მოსაზრების სხვისთვის თავსმოხვევის მცდელობაა

ალბათ, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან დანარჩენი ოპოზიციისთვის თავისი მოსაზრების თუ დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. ეს მოწოდება აშკარად წინ უსწრებს იმ მოვლენებს, რომელიც რეფორმით და კანონით იქნება უზრუნველყოფილი. კოალიციის შექმნის თემა, ეს არის თემა, რომელიც უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და არა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებაზე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ - მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები