აქცია ამერიკის საელჩოსთან

კაპანაძე: 20 ივნისს რუსეთს დიდი "ოპერაცია" ჩაუვარდა, ახლა პრორუსული ძალების ააქტიურებს

ეს აქტივობა, რომელიც ბოლო პერიოდში არის განსაკუთრებით მაღალი დონის პრორუსული ძალებისგან, პირდაპირ არის დაკავშირებული 20 ივნისთან და გავრილოვის ღამესთან. იმიტომ რომ, 20 ივნისს რუსეთს ძალიან დიდი "ოპერაცია" ჩაუვარდა წყალში, როდესაც გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა არის არა რუსული განწყობის და მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ ისტერიულად როგორ ცდილობენ თავიანთი პრორუსული ძალების აქ გააქტიურებას. ამასთან არის დაკავშირებული ვასაძეების და სხვა პრორუსული ძალების გამოჩენა, ამასთან არის დაკავშირებული ეს ისტერიული ყრილობები თუ შეხვედრები, რომლებსაც ირმა ინაშვილი მართავს და ამ შეხვედრებს მართავს ქართული ოცნების აქტივის გამოყენებით და არა საკუთარი. ბოლომდე მოხდა ლუსტრაცია და ქართული ოცნების პრორუსულ ძალებთან გადაჯაჭვა. ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, მაგრამ ახლა სრულიად ნათელია მთელი საზოგადოებისთვის. 

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე მთავარ არხთან საუბრისას, პატრიოტთა ალიანსის მიერ ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას ეხმაურება. 10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა.

კომენტარები