აქცია ამერიკის საელჩოსთან

ცქიტიშვილი ინაშვილის აქციაზე აშშ-ის საელჩოსთან: ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება

მე არ ვიცი მათი შინაარსი, უბრალოდ ქვეყანაში არის კონსტიტუციური ნორმა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუ ის ძალადობას არ ქადაგებს. სახელმწიფოს ამოცანა ამ შემთხვევაში არის, დაიცვას ყველას გამოხატვის უფლება, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ის, რასაც ისინი გამოხატავენ... მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გააქტიურება ხდება. მათ (პატრიოტთა ალიანსს) აქვთ პოლიტიკური აქტიურობა. წინასაარჩევნო წელი იწყება და მათი გადასაწყვეტია, რა ფორმით და როგორ განახორციელებენ კომუნიკაციას ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან. 

ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი პატრიოტთა ალიანსის მიერ ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ აქცია მთავარ არხთან საუბრისას ეხმაურება. 10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა.

კომენტარები