აქცია აშშ-ის საელჩოსთან

ბოკერია: ოცნება და პატრიოტთა ალიანსი არიან ერთ სულ და ერთ ხორც

"ეს არ იყო პატრიოტთა ალიანსის აქცია, ეს იყო ქართული ოცნების აქცია. ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორც. თავისთავად თავისუფალ ქვეყანაში, ან ნახევრად თავისუფალ ქვეყანაში, საქართველო ჯერ არ არის ბოლომდე ტოტალიტარული და არც მივაყვანინებთ ივანიშვილს აქამდე საქმეს, შემდეგ არჩევნებზე ის დამარცხდება, ასეთ ქვეყნებში არსებობენ ყველანაირი მარგინალური ჯგუფები, მათ შორის სამარცხვინო ჯგუფები, ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები, მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ ყველას, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეს მარგინალური ჯგუფი კი არ არის, ეს არის საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის გუნდის ერთერთი ფრაქცია არის პატრიოტთა ალიანსი, ეს არის დამანგრეველი. ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა ამ კაცის და მისი გუნდის მთლიანად, პატრიოტთა ალიანსი და ოცნება ერთია, ჩამოშორება ხელისუფლებიდან," - ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკის საელჩოსთან პარტიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. გუშინ, 15 სექტემბერს, პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის ლიდერებმა თქვეს, მათ სურთ ამერიკელ პარტნიორებს უთხრან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია.

კომენტარები