ხაზარაძე: შემთხვევითობა იყო გავრილოვის სპიკერის სკამში დაჯდომა? ხედავთ რუსულ კვალს?

გავრილოვის სპიკერის სკამში დაჯდომაში ხედავთ რუსულ კვალს? შემთხვევითობა იყო ეს? ბორდერიზაცია შემთხვევითი ამბავია? ბოტების ფაბრიკა შემთხვევითია? ეს ხომ რუსული პროექტია?

ჩვენ ვართ სერიოზული საშიშროების წინაშე, რასაც რუსული რბილი ძალა ჰქვია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რბილი ძალა აღარაა. როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და ინტერესიც აქვს, რომ შენ ევრო სტრუქტურებში არ გაერთიანდე და ქვეყანა ფეხზე არ დადგე.

როგორ შეიძლება, რომ პარლამენტში ჰქონდეს ინტერესი და არ ჰქონდეს ინტერესი უზარმაზარ კომერციულ პროექტში, რომელიც მათ [რუსეთს] წაართმევს ტვირთს და საქართველოს კონკურენტურანიან ქვეყანად გახდის. საქართველოში არსებული მენტალობა, რომ დიდი ქვეყანაა და დავუყვავოთ არის მონური, პოსტ-საბჭოური მენტალობა

ასე უპასუხა კითხვას მამუკა ხაზარაძემ, ხედავს თუ არა რუსულ კვალს ანაკლიის პორტის დაბლოკვაში და არის თუ არა დამთხვევა, რომ რუსეთის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ინტერესები ემთხვევა.

კომენტარები