ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი ევსაქებს: პროდასავლურობაზე საუბრობთ და ყველაფერს აკეთებთ, რაც რუსულ ინტერესშია

თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2016 წელს, ძალიან კარგად იცოდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ცოდვების რიგი აწევს მხრებზე, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის სახელით, დღეს თქვენ ზიხართ პარლამენტის დარბაზში, გვმოძღვრავთ და გვესაუბრებით დემოკრატიაზე. თავის დროზე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდით, რა ცოდვები აწევს ამ პოლიტიკურ ძალას, აი ამ ცოდვების აღიარებით ხართ დღეს აქ წარმოდგენილი. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, არის ის ფუნდამენტური განსხვავება, რაც თქვენსა და ჩვენს შორის არის. აქ ვსაუბრობთ ხოლმე პროდასავლურ და პრორუსულ მიდგომებზე და დამოკიდებულებაზე და სირცხვილია, მართლა. სირცხვილი იცით რა არის? თქვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩამოქცეული და მოსახლეობა იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ, რომ როგორმე მოახდინოთ თქვენი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია ეს არის თქვენი ძირითადი სტრატეგია. ამიტომ არის მთელ უბედურებაზე რომ გვესაუბრებით და იცით რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის? რომ თქვენს მიერ დახატულ ამ აპოკალიფსურ სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირის და ნატოს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას. ახლა იძახეთ რამდენიც გინდათ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ და დაიწყეთ საუბარი ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებთ იმას, რაც რუსულ ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხალხი გაღატაკდეს, როგორმე ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს, რომ როგორმე თქვენი პოლიტიკური მიზნების და ინტერესების რეალიზაცია მოახდინოთ. ასე რომ, ამ ყველა თქვენს ტყუილზე ყველა ფარისევლობაზე, თუნდაც, პროდასავლურ ფარისევლობაზე, მიიღებთ ძალიან სწორ პასუხს - ეს არის სიმართლე. ეს არის აღიარება ევროკავშირისგან, ეს არის ნატოს მხრიდან აღიარება და თქვენი სტვენა და საუბარი პრორუსულობაზე, გირჩევთ, იცით როდის უნდა დაგეწყოთ? როდესაც გრიგოლ ვაშაძეს, „კგბ“-ს მაღალჩინოსანს რომ შეეკარით და მხარდაჭერა გამოუცხადეთ. თუ ანტისაოკუპაციო კამპანიის წარმოება გნებავთ, მიბრძანდით და მასთან გააპროტესტეთ და ეს იქნება თქვენი მხრიდან ყველაზე სწორი რეაქცია.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სეიაშვილი მიმართავს ევროპული საქართველოს წევრებს პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები