პრეზიდენტის შეწყალება

ელისაშვილი: მიღრმავდება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილი ფულს აკეთებს პატიმრების შეწყალებაზე

მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, ნახევარი ვადა უნდა გავიდეს, რომ განიხილოს შეწყალების კომისიამ, სასამართლოს სასამართლო კი არ არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის შეწყალება, ადამიანური საფუძველი უნდა ჰქონდეს შეწყალების გადაწყვეტილებას, მე პირდაპირ გეუბნებით, მიღრმავდება ეჭვი, რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე, ამ საქმეს რომ ხელი მოკდიე, რა მოტივით, რაზე აგიჩუყდა გული და რატომ გაათავისუფლე, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმეს რომ მოკიდე ხელი, რამ აგიჩუყა გული, რატომ გადაწყვოტე მკვლელობაში მსჯავრდებულების გათავისუფლება

შე დალოცვილო, შეწყალების კომისია რომ გააუქმე... დებულება ჰაერშია გამოკიდებული, შეწყალების კომისია იანვრის მერე არ არსებობს და ეს ქალი იქ რაღაცებს უტრიშინებს, ხელს აწერს რაღაცეებს, რატომ აწერს ხელს? ეს ქალი არის უმართავი

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში, პრეზიდენტის მიერ 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე. ასლან ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ბეჟანიძეს 2018 წლის 29 მარტს, უზენაესი სასამართლოს განაჩენით, 9 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით ბეჟანიძეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

კომენტარები