პრეზიდენტის შეწყალება

ია მეტრეველი შეწყალებაზე: მგონია, რომ სალომეს მტერი ჰყავს შიგნით და შეცდომაში შეიყვანა

ვაიმე, ეს როგორ მოხდა, ოთხმეზურის მკვლელი როგორ შეიწყალეს. რაღაც მგონია, რომ სალომეს ვიღაც მტერი ჰყავს შიგნით და შეცდომაში შეიყვანა.

როგორ დავიჯერო, რომ სალომემ, ბატონი გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი შეგნებულად შეიწყალა. ძალიან განვიცდი ამ ამბავს

წერს 2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი Facebook-ზე. მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები